სამწუხაროდ ფიზიკური ვარჯიშის სარგებლობა არ ვრცელდება გარეგნობაზე. ოფლიანი კანი, დაღლილი სახე… ვარჯიშის შემდეგ თქვენი კანი და თმები გამოიყურება არც ისე კარგად. მაგრამ არსებობს ხრიკები, რომლებიც დაგეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

რჩევა 1. დავლიოთ საკმარისი რაოდენობით წყალი

დალიეთ ბევრი წყალი ვარჯიშის დაწყებამდე, პროცესში და შემდეგ, ასე დაიცავთ კანი გამოშრობისაგან. წყალი კვებავს კანის უჯრედებს, ანიჭებს კანს სილამაზეს, სიმკვრივეს და ჯანსაღ ფერს. მშრალი კანი ხდება ნაოჭებიანი და მოშვებული, გაჩნდება პატარა ხაზები და ნაკეცები.

რჩევა 2. დავიცვათ ჰიგიენის წესები

ტრენაჟორების ზედაპირზე ცხოვრობს მილიონობით მიკრობი, ასევე ზედაპირი დაფარულია ოფლის და ჭუჭყის ნაწილაკებით. ამიტომ ვარჯიშის დროს ეცადეთ არ დაუშვათ თქვენი კანის და ტრენაჟორის კონტაქტი, ამისთვის გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი, ვარჯიშის წინ გაწმინდეთ ტრენაჟორი სუფთა ჩვრით.

 რჩევა 3. არ გაიკეთოთ მაკიაჟი  55484854

ინტენსიური ვარჯიში და მაკიაჟი შეუთავსებელია. ვარჯიშის დროს ორგანიზმი ინტენსიურად გამოყოფს ოფლს, მაკიაჟი კი ახშობს ფორებს, რის გამოც ოფლი რჩება შიგნით, რაც შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები.

რჩევა 4. მიიღეთ შხაპი ვარჯიშის შემდეგ

ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ ძალიან სასურველი არის შხაპის მიღება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სპორტული დარბაზიდან პირდაპირ სამსახურში მიდიხართ და არ გაქვთ დრო შხაპის მისაღებად, მაშინ თან უნდა გქონდეთ რამდენიმე ნივთი, რომლის გამოყენებით სწრაფად შეძლებთ თავის წესრიგში მოყვანას.

რჩევა 5.

ფიტნეს დარბაზი შეიძლება კოშმარად გადაიქცეს თქვენი თმისათვის : ოფლიანი და დაუმორჩილებელი თმები ძალიან არამიმზიდველად გამოიყურება. სჯობია ნაწნავი გაიკეთოთ ან თმა შეიკრათ.