დამატენიანებელი კრემი SPF-ით უზრუნველყოფს საიმედო დაცვას.

თქვენ ცდებით თუ თვლით, რომ მრავალი ფაქტორებისგან (მათ შორის ულტრაიისფერი სხივებისგან) დამცველი კრემის ან ლოსიონის წასმა არის საკმარისი მზისგან დასაცავად. უახლესი გამოკვლევის ფარგლებში გამოცდილი იქნა ყველაზე პოპულარული სახის მოვლის საშუალებები ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვით. დადგინდა, რომ მხოლოდ ათიდან ერთი კრემი უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და რეალურად გააჩნია სხივების გაბნევის თვისება. ბევრი სახის მოვლის საშუალება შეიცავს საჭირო კომპონენტების ნაწილს, რომელიც საკმარისი არ არის, შესაბამისად მზისგან სათანადო დაცვას ასეთი პროდუქტი ვერ განახორციელებს. ამიტომ თუ მზიან ადგილას ყოფნას მოგიწევთ წინასწარ უნდათ წაისვათ სპეციალური კოსმეტიკური საშუალება, რომელიც აღჭურვილია ულტრაიისფერი სხივებისგან ეფექტური დაცვით.

SHUTTERSTOCK_180800756_Super

დაცვის მაქსიმალური ხარისხის მქონე საშუალების გამოყენება იქნება საუკეთესო არჩევანი.

არ არსებობს კრემი მზის სხივებისგან 100 %-იანი დაცვით. ბევრ ქალს არ სჭირდება კრემი, რომლის SPF-ის მაჩვენებლი 30-ს აღემატება. მაგრამ თუ ნაზი კანი გაქვთ და იყენებთ გარუჯვის საწინააღმდეგო ლოსიონი არასაკმარისი სიხშირით (როგორც წესი საშუალება უნდა წაისვათ ყოველ ორ საათს), კანის დაზიანების რისკი იზრდება. წამლების მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან ზოგიერთი წამლის (წნევის პრეპარატები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი) მოქმედების გამო კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

მზისგან დამცავი საშუალებების გამო იზრდება მელანომის განვითარების რისკი

დროდადრო მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაღალი დაცვის მაჩვენებლით მქონე მზისგან დამცავი საშუალებები დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. 90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩატარებული იქნა UVB -ფილტრების (რომლებიც იცავს B ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან) გამოკვლევა. იმ დროს A ტიპის სხივების მოქმედება უმნიშვნელოდ თვლიდნენ. როდესაც გამოვლინდა, რომ A ტიპის სხივები უფრო სახიფათოა, მწარმოებლებმა შიყვანეს მზისგან დამცავ საშუალებების შემადგენლობაში ორივე ტიპის საწინააღმდეგო ეფექტური ფილტრები,. შესაბამისად მელანომის განვითარების რისკი შემცირდა.

თქვენი ჯანმრთელობა უკვე დაზარალდა ბავშვობაში მიღებული ჭარბი გარუჯვის გამო

ავსტრალიელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება სასარგებლოა ყველა ასაკში და არასდროს გვიანია.

SHUTTERSTOCK_143449864_Super

ბევრ ქალს აქვს მზის ალერგია და სპეციალური საშუალებები არ უშველის

მზის სხივების მიმართ ალერგიის პრობლემა ნამდვილად არსებობს და საკმაოდ აქტუალურია. ბევრი კვლევით და გამოცდებით დადასტურებულია, რომ არა ნაკლებ STF 30-ის მქონე დამცველი საშუალებების გამოყენება ხელს უწყობს ალერგიული შეტევის თავიდან აცილებას. ალერგიის სიმპტომების გაჩენის შემდეგ დაგეხმარებათ გელი ანტიჰისტამინური თვისებებით და ანტიჰისტამინური სამედიცინო პრეპარატები.