შემოდგომის წვიმიან დილას თუ მოგინდება ტკბილი ცხოვრების გემოს შეგრძნება, გუნების და გარეგნობის გაუმჯობესება, წონაში დაკლება, გამოგადგება შემდეგი რეკომენდაციები. დაიწყეთ შოკოლადის მირთმევა და გამოიყენეთ იგი გარეგანად. დიახ, სწორედ შოკოლადი მხედველობაში გვაქვს. ამ სტატიიდან გაიგებთ, როგორ შეიძლება გარეგნობის და ჯანმრთელობის გაუმჯობესება შოკოლადის დახმარებით.

SHUTTERSTOCK_177317339_Huge

თუ უკვე მზად ხართ იყიდოთ თქვენი რაიონის მაღაზიების შოკოლადის წლიური მარაგი უნდა დაიმახსოვროთ ერთი მარტივი წესი: ზედმეტი ჭამა, მათ შორის შოკოლადის, სასურველი და სასარგებლო არ არის. გარდა ამისა, უნდა მიირთვათ მხოლოდ შავი შოკოლადი ქიშმიშის, თხილის და სხვა კალორიული დანამატების გარეშე. შოკოლადის ბატონი სრულიად მიუღებელია. შავი შოკოლადი გამოირჩევა ნაკლები კალორიულობით და უმეტესად აკმაყოფილებს „სასარგებლო“ შოკოლადის კრიტერიუმებს. მაგალითად იგი ასტიმულირებს სეროტონინის და ენდორფინის წარმოებას, რაც დადებით გავლენას ახდენს გუნებაზე. შავი შოკოლადი ასევე შეიცავს თეობრომინს (აუმჯობესებს გუნებას) და ფენილეტილამინს (იწვევს ეიფორიის გრძნობას). შოკოლადის ამ თვისებების გამო ექიმები ხშირად უნიშნავენ დეპრესიის მქონე პაციენტებს არა ნაკლებ ერთი ფილა შოკოლადის ჭამა დღეში. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს უფრო პროფილაქტიკური ხასიათის ზომა არის, და შოკოლადი ვერ შეასრულებს ნამდვილი ანტიდეპრესანტის ფუნქციას.

შავი შოკოლადის შემადგენლობაში შემავალი კოფეინი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. შოკოლადი დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ. ამ მიზნით თქვენ მენიუს უნდა შეიცავდეს მხოლოდ ორი ფილა შოკოლადი და ხუთი ჭიქა ხსნადი ყავა უცხიმო რძით და მეტი არაფერი. ამ დიეტის საშუალებით დღეში დაიკლებთ 0,5 -1 კგ.

ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ რძიან შოკოლადს თხილით და ქიშმიშით, მაგრამ ის სამწუხაროდ ნაკლებ სასარგებლო არის. რძიანი შოკოლადის ნაცვლად მენიუში უნდა შეიყვანოთ კაკაოს ფხვნილი, რომელიც პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს გარეგნობაზე. კაკაოს ფხვნილი გამოიყენება თმის ნიღბების და სახის დამატენიანებელი ნიღბების დასამზადებლად, აშორებს პიგმენტურ ლაქებს, გამოიყენება ანტიცელულიტურ შეხვევაში და აბაზანებში (ცნობილია რომ შოკოლადში შემავალი კოფეინი ხელს უწყობს ცხიმების დაწვას.). უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კაკაოს ფხვნილის არაძვირ ბრენდებს, რომლებიც არ შეიცავს არომატიზატორებს და შაქარს.

SHUTTERSTOCK_400185679_Huge

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი მომენტი – არ გამოიყენოთ ყალბი შოკოლადი, რომელიც ყველა თქვენს ძალისხმევას ნულამდე დაიყვანს. სამწუხაროდ ბევრი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი ეკონომიის მიზნით კაკაოს ზეთის (რომელიც არის ნამდვილი შოკოლადის მთავარი შემადგენელი ნაწილი) ნაცვლად იყენებენ საკონდიტრო სინთეტიკურ ცხიმებს. ორიგინალური შოკოლადის გემოს სინტეთიკური ცხიმების გამოყენებით წარმოებული შოკოლადი ვერ შეედრება და მისი სასარგებლი თვისებები არ აქვს. გარდა ამისა სინთეტიკური ცხიმები შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია. ამიტომ შოკოლადის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდებს და ყურადღებით წაიკითხოთ ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის შესახებ.