1. პილინგი. ტუჩები ისევე მოითხოვს რეგულარულ მოვლას, როგორც სახის კანს. სპეციალური სკრაბი დაგეხმარებათ მოვლილი ნაზი ტუჩები გქონდეთ და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პილინგი – გამაახალგაზრდავებელი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს მკვდარი უჯრედების მოშორებას და კანის განახლებას ამ დელიკატურ ადგილას.SHUTTERSTOCK_155026409_Super

სკრაბი ტუჩებისთვის მზადდება გელის ან კრემის სახით. ხშირად სკრაბი შეიცავს ღიღილოს ან კოკოსის ექსტრაქტს, შაქრის წვრილ-წვრილი ნაწილაკებს ან მიკროსკოპიული ზომის სინთეტიკურ ნაწილაკებს, რომლებიც ახორციელებს ტუჩების დელიკატურ პილინგს და აუმჯობესებს სისხლის მომოქცევას, რის შედეგად ტუჩები ლამაზი, ნატიფი და ვნებიანი იქნება.

  1. კვება და დატენიანება. პილინგის შემდეგ რეკომენდებულია ტუჩების დატენიანება და კვება. ვარდის და ჟოჟობას ზეთები საუკეთესი საშუალებები არიან ასეთი პროცედურებისთვის. უნდა განასხვაოთ ბალზამი ჰიგიენური პომადისგან. პომადის დანიშნულება არის ტუჩების დაცვა და დატენიანება სუსხიან ამინდში ან ზაფხულის ცხელ დღეებში. ბალზამი კი არის კვებისა და აღდგენის საშუალებაა თერაპიული, მკურნალობის ფუნქციებით.
  2. დაცვა ნეგატიური ზემოქმედებისგან. გარემო გავლენას ახდენს ადამიანზე და მის კანზე. ქარი, ცხარე მზე, სუსხი – ის ფაქტორები, რომლებიც იწვევს ტუჩების ნაზი კანის გამშრალებას, დასკდომას, აქერცვლას. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ცხიმების შემცველი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, რომელიც ქმნის თხელ დამცავ შრეს ტუჩებზე. თქვენ უნდა იცოდეთ საშუალების შემადგენლობა და უპირატესობას მიანიჭოთ საშუალებებს E და F ვიტამინებით და სხვა მინერალური ზეთებით.

ტუჩების მზისგან დამცავი საშუალებებს უნდა ჰქონდეს დაცვის უნარი A და B სპექტრის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ ინფორმაცია საშუალების თვისებების შესახებ.

SHUTTERSTOCK_298354874_Huge

  1. დეჰიდრატაციის საწინააღმდეგო დაცვა. ჰიდრო ბალანსის ოპტიმალური დონის აღსადგენად და დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები (ბალზამი, პომადა და ნიღაბი), რომლებიც შეიცავს ავოკადოს, ატმის, გაღვივებული მარცვლების, შის ხის ზეთის ან კიტრის ექსტრაქტს.
  2. გაახალგაზრდავება. ასაკის მატებასთან ერთად იწყება კანის დაბერების პროცესი. არასასურველ ტრანსორმაციას განიცდიან ტუჩები და მთლიანი სხეული. გაეცანით ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკის არსებულ ასორტიმენტს. ქალი 35 წლის ასაკის ზემოთ უნდა დაიწყოთ ასაკის საწინააღმდეგო კანის მოვლა. სხვადასხვა შრატი, კრემი და გელი დაგეხმარებათ ტუჩების ლიფტინგის, დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტების მიღწევაში.

ქალის ტუჩების მიმზიდველობა მისი სილამაზის განუყოფელი ნაწილია, ანუ თქვენი იარაღის მნიშვნელოვანი ელემენტია. შეასრულეთ ზემომოყვანილი წესები და თქვენი ტუჩები ყოველთვის მიმზიდველი და ლამაზი იქნება, თქვენი კოცნა კი გახდება ყველა მამაკაცის ოცნება.

დატოვე პასუხი