მოდით სიმართლეს თვალებში ჩავიხედოთ, ქალბატონებო. ჩვენ არ გვყოფნის დრო ექიმთან ხშირი ვიზიტისთვის. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, თავი კარგად რომ იგრძნოთ და კარგ ხასიათზე იყოთ.
1.გათავისუფლდით სტრესისგან.
როგორც ჩვენი კონსულტანტი ამბობს :«ყველაზე დიდი პრობლემა რომელსაც მე ჩემი პაციენტების უმეტესობაში ვხედავ ისაა, რომ ისინი ძალიან ბევრ ვალდებულებას იღებენ თავზე». «სტრესს შეუძლია სერიოზული შედეგები გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის, ზრდის უშვილობის, დეპრესიის, შფოთვის და გულის დაავადებების რისკებს. იპოვეთ თქვენი სტრესების რაოდენობის შემცირების მეთოდი და დაიცავით იგი.
2. დიეტას თავი დაანებეთ. 
ჯანმრთელი კვების მიღება არ ნიშნავს იმას რომ უარი უნდა თქვათ საყვარელ ჭიქა ღვინოზე ან შოკოლადის ტორტის ნაჭერზე. მთავარია, ზომიერება გამოიჩინოთ. რაციონში უნდა გქონდეთ სამარხვო ცილები, სასარგებლო ცხიმები, ნახშირწყლები, ცელულოზა.
3. არ მიიღოთ ზედმეტი კალციუმი.
კალციუმის ორგანიზმში ზედმეტი შემცველობა შეიძლება თირკმელებში ქვების ფორმირების რისკი გაზარდოს ან თუნდაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი გაზარდოს. თუ თქვენ 50 წელზე ნაკლები ბრძანდებით, მაშინ კალციუმის დღიური ნორმა 1000 მილიგრამი გექნებათ,50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს კი დღეში 1200 მილიგრამის მიღება სჭირდებათ, ძირითადად კალციუმით მდიდარი პროდუქტებისაგან როგორიცაა რძე, ორაგული და ნუში.
4. კარდიოს გარდა სხვა ვარჯიბი გააკეთეთ!
ქალებს ,კარდიო სავარჯიშოებთან ერთად სტატიკური სავარჯიშოები ან სავარჯიშოები ჰანტელებით სჭირდებათ. ივარჯიშეთ 3-5 ჯერ კვირაში, რათა ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და დიაბეტი ააცილოთ თავიდან. ვარჯიში ასევე ხელს უწყობს თვითშეფასების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალის სულიერი ჯანმრთელობისთვის.
5. იფიქრეთ შვილის გაჩენას. 
იმის მიუხედავად რომ ბევრ 30 ან თუნდაც 40 წელს ცოტაოდენ გადაცილებულ ასაკში ქალს არ გააჩნია დაფეხმძიმების პრობლემა, 32 წლის შემდეგ ქალის ნაყოფიერება შეიძლება შემცირდეს. ამიტომ თუ თქვენ შვილის ყოლა გინდათ, გაესაუბრეთ თქვენ ექიმს კვერცხუჯრედების გაყინვის ვარიანტებზე.