როგორ მივიღოთ ლამაზი რუჯი და არ მივაყენოთ ზიანი კანს? ეს შესაძლებელია, თუ გამოიყენებთ მზისგან დამცავი და მოვლის საშუალებების სწორ კომბინაციას. კოსმეტიკური საშუალების შერჩევისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ეპიდერმისის მდგომარეობა, არამედ თქვენი ასაკიც. SHUTTERSTOCK_357466523_Super

30 წლის ასაკში

ულტრაიისფერი სხივები აშრობს კანს, ხშირად იწვევს აქერცვლას და ნაოჭების გამოჩენას. დამატენიანებელი საშუალებები ჰიალურონის მჟავით, ზღვის წყალმცენარეებით, მცენარეული ზეთებით და სხვა კომპონენტებით უზრუნველყოფს დაცვას მავნებელ ფაქტორების მოქმედებისგან. ძალიან სასარგებლოა თერმული წყალი, რომელიც ხელს უწყობს კანის ჰიდრო ბალანსის დარეგულირებას დღის განმავლობაში. მზის აბაზანის მიღების შემდეგ დაიტანეთ დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ნიღაბი ავოკადოს ზეთით, შარდოვანათი ან შის ხის ზეთით. ნიღაბი იცავს კანს გაწითლებისგან და უზრუნველყოფს ოქროსფერი რუჯის შენარჩუნებას.

40 წლის ასაკში

ამ ასაკში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უფრო კონცენტრირებულ დამატენიანებელ საშუალებებს – შრატებს დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავით. ყოველდღიურ რაციონში უნდა შევიდეს ანტოოქსიდანტებს – E, C და სხვა ვიტამინები. ისინი იცავენ კანის უჯრედებს ულტრაიისფერი სხივებისგან და აჩქარებენ კანის აღდგენის პროცესებს. თქვენი ღამის კრემს (ან ღამის მოვლის სხვა საშუალებას) უნდა ჰქონდეს უფრო კონცენტრირებული ტექსტურა. რეტინოიდები და ზოგიერთი სხვა სიბერის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზაფხულში რეკომენდებული არ არის. ამავე დროს კოსმეტიკური საშუალებები ამინმჟავებით და პეპტიდებით ხელს უწყობს სრულყოფილი კანის შენარჩუნებას.

50 წლის ასაკში

SHUTTERSTOCK_201577982_Huge

თქვენი კანი ყოველთვის მომზადებული უნდა იყოს მზის ხანგრძლივ ზემოქმედებისთვის. ყველაზე ეფექტური მომზადების მეთოდი – სილამაზის სალონში გავლილი ღრმა დატენიანების პროცედურები: პროფესიონალური ჰიდროფილური ნიღაბი, ოზონოთერაპია, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია (ჰიალურონის მჟავის ინიექციები). შეგიძლიათ სახლის პირობებში დაამზადოთ ნიღაბი კოენზიმი Q10-ით და კოლაგენით, რომებიც აძლიერებენ კანის დამცავ თვისებებს. კურორტზე დასვენების დროს არ უნდა დაგავიწყდეთ კანის დატენიანება. მოვლას სჭირდება როგორც სახის კანს, ასევე კანს მკერდის და კისრის არეში. ამ ადგილებს კანი განსაკუთრებით თხელია და იოლად ზიანდება ულტრაიისფერი სხივების მოქმედების გამო.

დატოვე პასუხი