ყველას უყვარს მარგალიტივით თეთრი კბილები. რა თქმა უნდა კბილის პასტებს შეუძლიათ ამაში დაგეხმაროთ მაგრამ ღირს მიზეზებზე დაფიქრება და არა უბრალოდ სიმპტომებს უმკურნალოთ.

ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და თამბაქო ნეგატიურად მოქმედებენ კბილის ფერზე, ასევე ასეთი პროდუქტები როგორიცაა მოცვი, სოიოს სოუსი და ძმარი. მიუხედავად ამისა ამ პროდუქტების მიღებისაგან სრული თავშეკავებაც არ არის აუცილებელი. საბედნიეროდ, შესაძლებელია კბილების ფერის შეცვლას ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. მაგალითად პირის გამოვლება საჭმლის მიღების შემდეგ, ასევე როგორც სტომატოლოგები ბავშვებს ურჩევენ, თქვენც შეგიძლიათ დალიოთ საწრუპავით, თუმცა ღვინის შემთხვევაში ეს ცოტაოდენ უცნაური სანახავი იქნებოდა.

ასევე გაუფერულების მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ქვებით გამოწვეული კბილების შინაგანი დაზიანება, რაც მათი დანგრევისკენ მიჰყავს. გაზიანი სასმელები, კონცენტრირებული ხილის წვენები, ტკბილეული და ტკბილი ფანტელები – ყველა ეს პროდუქტი შლის კბილის მინანქარს და იწვევს კარიესს.  7567657

არის პროდუქტები რომლების თქვენ რაციონში დამატება პოზიტიურ გავლენას ახდენს კბილების მდგომარეობაზე : ხრაშუნა უმი ბოსტნეული, თხილი, ხილი. ისინი ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას, რომელიც ბაქტერიების დონის რეგულირებაში გვეხმარება. პირის ღრუს ჰიგიენის კარგ ფორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ჯანჯაფილი და რეჰანი. ჯანჯაფილი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, ხოლო რეჰანი ბუნებრივი ანტიბიოტიკური თვისებებით ორივე ბაქტერიების დონის ბალანსში გვეხმარება.

არ არსებობს საიმედო დანამატი, რომელსაც კბილის გათეთრება შეუძლია, თუმცა A და C ვიტამინებს გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ღრძილების ჯანმრთელობაში. მათ შეიცავენ ესეთი პროდუქტები როგორიცაა ბროკოლი, ფორთოხალი, სტაფილო და მუქი მწვანილი.

აუცილებელია ასევე სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და მისი რჩევების გათვალისწინება.

დატოვე პასუხი