შეამცირეთ მზეზე ყოფნის დრო

ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნის გამო კანი მსუქანი ხდება, რაც არის მისი ბუნებრივი დაცვის მექანიზმის რეაქცია. სოლარიუმიც არ არის გამოსავალი, ის „აწარმოებს“ სახიფათო A ტიპის კონცენტრირებულ სხივებს, რომლებიც აღწევს კანის ღრმა ფენებს და სერიოზულ ზიანს აყენებს კანს. ამიტომ სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წაისვათ მზისგან დამცავი საშუალება. მავნებელი ბუნებრივი რუჯის და მზის აბაზანების მიღების ნაცვლად რუჯის ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ სპეციალური სპრეი ან ბრონზანტი. SHUTTERSTOCK_292874873_Huge

გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები

თუ გინდათ შეინარჩუნოთ გლუვი და ელასტიური კანი პიგმენტური ლაქების გარეშე უნდა გამოიყენოთ არა ნაკლებ SPF 30-ის მქონე მზისგან დამცავი საშუალება. დღეს ყველაზე ეფექტური ფილტრები – ჰელოპლექსის და მექსორილი. დაიტანეთ სუფრის კოვზი კრემი სახეზე და ერთი ჭიქა კრემი სხეულზე. კრემის უნდა დაიტანოთ ყოველ ორ საათში ერთხელ მოღრუბლულ დღესაც ან ჩრდილში ყოფნის შემთხვევაშიც.

თვალების ირგვლივ კანის მოვლა

პირველ რიგში, გადაეჩვიეთ თვალების სრესას, რადგან არსებობს სისხლძარღვების დაზიანების რისკი. არ დაგავიწყდეთ სიბერის საწინააღმდეგო კრემის წასმა 2-ჯერ დღეში თვალების ირგვლივ კანზე. კრემს უნდა შეიცავდეს რეტინოლი, თუთია ან პეპტიდები. კრემი ხელს უწყობს ელასტინის წარმოებას და ამცირებს ნაოჭების („ბატის ფეხების“) რაოდენობას და სიღრმეს.

ყურადღება მიაქციეთ კისრის და დეკოლტეს არეს

კისრის და მკერდის არეს კანი განსაკუთრებით თხელი და ნაზია. მაგრამ ხშირად ამ ადგილებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ სახის კანთან შედარებით

სწორად შეარჩიეთ კრემი

ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო მშრალი და მგრძნობიარე ხდება. კარგი დატენიანების მიუხედავად ახალი პრობლემები მაინც გაგიჩნდება. კოსმეტოლოგიური საშუალების შერჩევისას პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება, შეძლებს თუ არა კრემი მოაშოროს ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. ნაკლებად მნიშვნელოვანია რომელი ტიპის კანისთვის განკუთვნილია კრემი. უპირატესობას მიანიჭეთ კრემებს „სიბერის საწინააღმდეგო“ აღნიშვნით.

დროულად გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალებები

შედეგის მისაღწევად, კოსმეტიკური პრეპარატი უნდა იყოს გამოყენებული განსაზღვრულ დროს. ანტიოქსიდანტების შემცველი კრემი გამოიყენება დილას და უზრუნველყოფს კანის დაცვას დღის ბოლომდე. კრემ-პილინგი და კრემები რეტინოიდით და კოლაგენით უნდა წაისვათ ძილის წინ. ისინი ხელს უწყობენ უჯრედების აღდგენას. პირიქით, თუ საღამოს გამოიყენებთ კრემი ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით დილით შესაძლოა შეშუპებული სახე გქონდეთ.

SHUTTERSTOCK_349490468_Huge

მოახდინეთ ღრმა ნაოჭების პროფილაქტიკა

პირველი ნაოჭების გამოჩენისთანავე უნდა დაიწყოთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ. ნაოჭების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტური გზა გულისხმობს პეპტიდების შემცველი შრატების გამოყენებას. პეპტიდები წარმოადგენს კოლაგენის სამშენებლო მასალას, ისინი ხელს უშლის ნაოჭების გადიდებას და გაღრმავებას.

თავი დაანებეთ თამბაქოს მოწევა

ნიკოტინი ხელს უწყობს სხეულის გაუწყლოებას, ანგრევს ელასტინს და კოლაგენის ბოჭკოს, იწვევს ტომრების და რგოლების გაჩენას თვალების ქვეშ, კუპეროზს. სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა ხელს უწყობს ცხვირ-ტუჩისა და თვალების ირგვლივ ნაოჭების რაოდენობის გაზრდას. ამერიკის სახის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად მოწევის ყოველი 10 წელი დაამატებს 2,5 წელს თქვენ ბიოლოგიურ ასაკს, ანუ ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას.

უარი უთხარით ალკოჰოლზე

ალკოჰოლის გავლენით სისხლში იზრდება ზოგიერთი ნივთიერებების რაოდენობა, რის შედეგად უარესდება კანის ტონუსი და სახის კანზე ჩნდება ახალი ნაოჭები. ორი კოქტეილიც დღეში საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს თქვენ კანს.

ივარჯიშეთ

ფიტნესი და სპორტი აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას კანში. ვარჯიშის შემდეგ კანი იძენს ვარდისფერ ელფერს და ჯანმრთელად გამოიყურება. არ დაგავიწყდეთ სახის დაბანას ვარჯიშის შემდეგ.

SHUTTERSTOCK_332780285_Huge

დაისვენეთ

სტრესის და დაძაბულობის დროს სისხლში იზრდება კორტიზოლის დონე, რაც იწვევს კანის დაბერებას. ამიტომ უნდა გამონახოთ თქვენთვის მისაღები სტრესის დაძლევის მეთოდი და მალე თქვენი კანი გახდება გლუვი და მბრწყინავი.