სიცოცხლის კანონის შესაბამისად არავინ აიცილებს დაბერებას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და გავუწიოთ წინააღმდეგობას სიბერეს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამისათვის უნდა შევცვალოთ ცხოვრების სტილი და შემდეგი რეკომენდაციები ამაში დაგვეხმარება.

SHUTTERSTOCK_227718076_Huge_1

მოძრაობა. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ კარგი ფიზიკური ფორმა. ენერგიულობა და კარგი ტონუსი არიან ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის წინაპირობები. გამოკვლევებით დამტკიცებულია რომ სიარული (საკმარისი არის 2-3 ჯერ კვირაში გასეირნება) არის კოგნიტური დარღვევების ეფექტური პროფილაქტიკა. ასევე უნდა გავაკონტროლოთ სხეულის წონა – წინააღმდეგ შემთხვევაში სიმსუქნე მომავალში დააქვეითებს ცხოვრების ხარისხს.

კანის მოვლა და დაცვა. პიგმენტური ლაქები არის დაბერების უშნო ნიშნები. ამიტომ ყოველთვის უნდა მაქსიმალურად დავიცვათ კანი მზის სხივებისგან სპეციალური საშუალებებით და დატენიანებით.

მივირთვათ თევზი. თევზის ხორცი შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებს , რომლებსაც აქვთ ანთებით საწინააღმდეგო თვისება და დადებით გავლენას ახდენს გულზე. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ცხიმიანი თევზის სახეობებს, როგორიცაა ორაგული, კალმახი, სკუმბრია, სარდინა, (ისინი გამოირჩევიან ომეგა 3-ის მაღალი შემცველობით).

თავი დავანებოთ მოწევა. მწეველები, როგორც წესი, უფრო ცუდად გამოიყურებიან თავის ასაკთან შედარებით. სიგარეტები შეიცავს კანცეროგენებს და ფისს, რომლებიც ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენენ არა მხოლოდ შინაგან ორგანოებზე, არამედ თმის, კბილების და კანის მდგომარეობაზეც. SHUTTERSTOCK_213002785_Huge

ვივარჯოშოთ. ხერხემალი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი მდგომარეობა განაპირობებს ჩვენი ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხს. უნდა ვივარჯიშოთ არა ნაკლებ 2-ჯერ კვირაში. ვარჯიშის დროს სისხლი ივსება ჟანგბადით, მიმდინარეობს კალორიების ინტენსიური დაწვა, მაგრდება იმუნიტეტი. გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვა (ზომიერ ფარგლებში) პოზიტიურ გავლენას ახდენს გუნებაზე.

მივიღოთ ვიტამინები. ვიტამინები ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის და ეფექტურად იცავს სიბერის სხვადასხვა ნიშნების გამოჩენისგან. A, C, და E ვიტამინები ხელს უწყობენ უჯრედების ახალგაზრდობის შენარჩუნებას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ამცირებენ სიგარეტის მოწევით და რადიაციით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას. ყველა ანტიოქსიდანტი ებრძვის თავისუფალი რადიკალებით გამოწვეულ დაჟანგვის პროცესებს. სწორედ თავისუფალი რადიკალები, ბევრი მეცნიერის აზრით, დაბერების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

SHUTTERSTOCK_302355191_Huge_1

ვიყოთ პოზიტიური. ამ რეკომენდაციის შესრულება სასარგებლოა ნებისმიერ ასაკში. სიბერის დადგომა არ ნიშნავს სამყაროს დასასრული. ყოველთვის შეგვიძლია საინტერესო ჰობი ავირჩიოთ ან რამე ახალი აღმოვაჩინოთ ცხოვრებაში. გამოკვლევის თანახმად იმ ადამიანებს, რომლებსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ თავისი სიბერის მიმართ, უფრო ხშირად ემართებათ გულის შეტევა. ბოლოს და ბოლოს, ასაკი – ეს არის მხოლოდ ციფრები, და თუ საკუთარ თავს ახალგაზრდად თვლით, ეგრე იყოს!