მაშ ასე, რაშია ლამაზი სხეულის შენარჩუნების საიდუმლო? ამ საკითხთან დაკავშირებით დაწერილია უამრავი წიგნი, შექმნილია ვიდეოები და აპლიკაციები ტელეფონებისთვის სხვადასხვა სავარჯიშოებით, მაგრამ სიმართლე მდგომარეობს არა მარტო იმაში რომ ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, არამედ იმაშიც რომ არ დაუშვა ახალი წონის მატება. ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო სტრატეგიას, რომელიც გაგანთავისუფლებთ მუდმივი დიეტისგან.

გააკონტროლეთ შაქრის ბალანსი სისხლში

თუ შეინარჩუნებთ სტაბილურ შაქრის დონეს სისხლში, თქვენი წონაც სტაბილური იქნება. ეს ხდება იმის გამო რომ შაქრის დონე სისხლში მერყეობს და ამით იწვევს ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში. შაქრის სტაბილურობა სისხლში გეხმარებათ ცხიმის დაწვაში და ფიქრობთ ტკბილეულის ჭამის მადას. როგორ? სისხლში შაქრის დონის დაბალანსებისთვის მიირთვით გლუკოზის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტები, ანუ პროდუქტები რომლებიც სისხლში შაქარს ნელ-ნელა გამოყოფენ. შეცვალეთ თეთრი პური, მაკარონი და ბრინჯი მთლიან მარცვლეულში. ხშირად მიირთვით ბოსტნეული და ლობიო, ტკბილი ხილი და ხილის წვენი. 87687676

საუზმედ მიირთვით ცილოვანი საკვები.

საუზმე ამოქმედებს მეტაბოლიზმს, ეს კი იმას ნიშნავს რომ დღის განმავლობაში კალორიები უფრო ეფექტურად დაიწვება. სწორი საუზმე ძალებს მოგიმატებთ მთელი დღის მანძილზე. თქვენ იგრძნობთ იმას რომ აკონტროლებთ კვებას და გაგრძელების მოტივაციას მიიღებთ. პროტეინის საუზმის საიდუმლო იმაში მდგომარეობს რომ ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და განაყრებთ. ომლეტი, იოგურტი და კენკრა ან თუნდაც ბუტერბროდი ბეკონით, მთავარია ნაკლები ცხიმები და შებოლილი პროდუქტები. მიირთვით ფაფები ნაკლები შაქარით და რა თქმა უნდა აკონტროლოთ პორციების ზომას.

ჭამეთ სასარგებლო ცხიმები მაგრამ გონივრულის ფარგლებში.

სასარგებლო ცხიმები საჭიროა ჩვენთვის, მაგრამ საშიშროება იმაში მდგომარეობს რომ ზოგი ფიქრობს რომ ზეითუნის ზეთის შეუზღუდავი რაოდენობით გამოყენება დასაშვებია. ეს ზეთი დამზადებულია ზეითუნისგან და ის ჯადოსნური არ არის. შეუცვლელი ცხიმები მართლაც გვჭირდება მაგრამ მხოლოდ ცოტაოდენი რაოდენობით. მიირთვით დღეში არაუმეტეს ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ან სელის ზეთი, სარდინის ან ორაგულის ფილეს ერთი ნაჭერი, ასევე თხილის და მზესუმზირის არაუმეტეს ერთი მუჭა.

დატოვე პასუხი