იცით როგორ უნდა დაისვენოთ და აღადგინოთ ენერგია სამუშაო დღის შემდეგ? პროფესიონალების რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კარგი ფიზიკური ფორმა და სულიერი წონასწორობა.

სამსახურიდან დაბრუნებისას უნდა ჩამოიბანოთ მაკიაჟი. გაიხადეთ ტანსაცმელი, დაწექით, დაისვენეთ ნახევარი საათი (უმჯობესია ერთი საათი).

SHUTTERSTOCK_360836321_Huge

ღამის ძილის წინ სასურველია ნახევარსაათიანი გასეირნება სუფთა ჰაერზე. ამ შემთხვევაში გექნება ღრმა და ჯანმრთელი ძილი

ექიმების აზრით შუახნის ქალისთვის (განსაკუთრებით თუ მარტო ცხოვრობს) სასარგებლოა ძაღლის აყვანა. შინაურული ცხოველი, მასზე ზრუნვა, (და არა მხოლოდ საკუთარ თავზე) პოზიტიურად მოქმედებს სულიერ განწყობაზე.

ძილის 2 საათით ადრე დაასრულეთ ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღლილობის გამო ვერ დაიძინებთ. ოთახი, სადაც გძინავთ, ხშირად უნდა გაანიავოთ, აუცილებლად გაანიავეთ ძილის წინ. ჰაერის ტემპერატურა საძინებელში არ უნდა აღემატებოდეს 16-18 გრადუსი.

ახალგაზრდობაში ადამიანების უმრავლესობა დაძინებასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ განიცდის. მაგრამ შუახნის ქალების ნაწილს აქვს ძილის გარკვეული დარღვევები. ზოგიერთი მათგან იღვიძებს შუაღამეს და დიდხანს ვერ იძინებს. დასაძინებელი არ არის უკეთესი გამოსავალი ამ სიტუაციაში. არსებობს რამდენიმე ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ძილის პრობლემის მოგვარებაში: SHUTTERSTOCK_429632608_Huge

  1. ძილის წინ დალიეთ ჭიქა თბილი რძე ერთო კოვზი თაფლით.
  2. დაითვალეთ არა 1-დან ასამდე, არამედ 100-დან 1-მდე, ერთდროულად წარმოიდგინეთ თითქოს ჩვარით შლით ფიქრებს. ღრმად ისუნთქეთ ცხვირით, დაითვალეთ არა ჩასუნთქვები, არამედ ამოსუნთქვები.
  3. არ დაიფაროთ საბანი. როდესაც სიცივეს შეიგრძნობთ მაშინ დაიფარეთ საბანი. სასიამოვნო სითბო დაგეხმარება რელაქსაციაში და იოლად დაიძინებთ.
  4. თუ ნერვიულობთ იმის გამო, რომ დასაძინებლის გარეშე ვერ დაიძინებთ, გქონდეთ მომზადებული აბი და ჭიქა წყალი საწოლის მაგიდაზე, უთხარით თქვენ თავს, რომ დალევთ წამალს თუ დაძინებას ვერ შეძლებთ.