შეძლებდით ფიტნეს დარბაზში დღეში ორჯერ ვარჯიში? დიახ, ალბათ!

ბევრნი ვარჯიშობს დღეში ორჯერ, მაგრამ ზოგი სავარჯიშოს დღეში ორჯერ გაკეთება ადვილი არ არის. მრავალრიცხოვანი გამოკვლევა გვიჩვენებს რომ დღეში ორჯერ ვარჯიში ეფექტური მეთოდია მათთვის ვისაც უნდა კუნთოვანი მასის მომატება, დიდი მანძილის გარბენა ან მრავალჭიდში მონაწილეობა. მაგრამ საქმე სხვაგვარადაა თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაში მდგომარეობს. სამეცნიერო ლიტერატურა ადასტურებს იმას, რომ ჩვენი სხეული უფრო კარგად რეაგირებს ვარჯიშის ინტენსივობაზე. ვიდრე მის ხანგრძლივობაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ორგანიზმი ზედმეტ კალორიებს დაწვავს, რათა ჟანგბადის რეზერვი აავსოს, რძის მჟავა კუნთებიდან მოაშოროს და სხეულის ტემპერატურა აღადგინოს ყოველი ვარჯიშის შემდეგ. რა თქმა უნდა თუ თქვენ ფიტნეს დარბაზში ნახევრად უგონო მდგომარეობაში ცდილობთ მაქსიმალური დატვირთვის შესრულება ორჯერ დღეში ,უცნობია სასარგებლო თუ იქნება ეს თქვენთვის. მ 76576585

მაგრამ შეიძლება ვარჯიშების გაორმაგებაში იგულისხმება მათი რაოდენობის გაორმაგება და არა ხანგრძლივობის. სწორედ ყოველდღიური ვარჯიშის რაოდენობის გაორმაგება შესანიშნავი ხერხია წონის დაკლებისთვის. დღესდღეობით ფართოდ მიღებულ აზრის თანახმად ყველაზე ეფექტური მეთოდი -კვირაში ხუთჯერ 30-წუთიანი ვარჯიშია. ძნელი გასაკეთებელი არ არის, ხომა ასეა? დიდი ხნით წონის დაკლებისთვის კი დამატებითი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

დატოვე პასუხი