ქალებმა მრავალი საუკუნის წინ ისწავლეს ბუნებრივი საშუალებების გამოყენება სილამაზის შესანარჩუნებლად. ნატურალური საშუალებები, როგორც წესი< სჯობია ლაბორატორიებში შექმნილ სინთეტიკურ ანალოგებს. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივ საშუალებას გააჩნია გაცილებით ძლიერი მოქმედება კანზე სინთეტიკურთან შედარებით. მაგალითად, ნატურალური ზეთების ვიტამინების კანის ღრმა შრეებში შეღწევის უნარი უფრო ძლიერია ვიდრე მათი სინთეტიკური ანალოგებისა. მცენარეული კოსმეტიკა გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედებით და კარგი თერაპიული ეფექტით. თუმცა, მომხმარებლებს ხშირად აქვთ პრეტენზიები ამგვარი კოსმეტიკის მიმართ.

SHUTTERSTOCK_130518746_Huge

ძირითადად უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი დროის პერიოდი. ხშირ შემთხვევაში კრემი სრულად სინთეტიკური შემადგენლობით ნაოჭებს აშორებს პირველივე გამოყენების შემდეგ. ნატურალური კომპონენტების მქონე კრემის ეფექტი გამოვლინდება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. რა თქმა უნდა, სწრაფი ეფექტის მქონე სინთეტიკური კრემი უფრო მიმზიდველია მომხმარებლისთვის. მაგრამ სინთეტიკური კრემის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში კანის მდგომარება ისევ უარესდება. პირიქით, მცენარეული კრემი ნაზად ატენიანებს კანს, კვებავს ეპიდერმისს სასარგებლო ელემენტებით და ამით უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს.

ბევრ მოხმარებელს არ მოსწონს ბუნებრივი დასაბანი საშუალებები (საპონი, შამპუნი, თმის ბალზამი). მაგალითად, ხშირია პრეტენზიები ცუდ აქაფებასთან დაკავშირებით, რის გამო რთულდება საშუალების გამოყენების პროცესი. სინთეტიკური საშუალებები კარგად ქაფდება, რადგან მათ შემადგენლობაში შედის დეტერგენტი SLS. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კომპონენტი ქმნის კანზე მავნე თვისებების მქონე ფირს. ჩვეულებრივი შამპუნით ბანაობის შემდეგ თმები იძენს მოცულობას და სიგლუვეს, რომლებსაც უზრუნველყოფს სილიკონი. ბუნებრივი საშუალებით ბანაობის შემდეგ თმები მხოლოდ რბილი და მეტი არაფერია. რასაკვირველია, მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს მიჩვეულ ჩვეულებრივ შამპუნს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სილიკონი ქმნის ლამაზი და სქელი თმების ილუზიას, სინამდვილეში კი ათხელებს თმას. SHUTTERSTOCK_349490465_Huge

და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ მცენარეული კოსმეტიკა მხოლოდ პირველი შეხედვით არასაკმარისად ეფექტურია. ბუნებრივი კომპონენტები ქმნის კუმულატიურ ეფექტს, რომელიც ვლინდება გარკვეული დროის განმავლობაში. თქვენ უნდა მიეჩვიოთ და ისწავლოთ ამნაირი კოსმეტიკის გამოყენება. მოგიწევთ სინთეტიკური კოსმეტიკის „გაუქმების სინდრომის“ დაძლევა, მაგრამ მალე დააფასებთ ორგანულ კოსმეტიკურ საშუალებებს და მათ სარგებლობას.