1. დავიმეგობროთ მაგნიუმს. იცოდით, რომ შოკოლადის ძლიერი ნდომა ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს? შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს, ციკლის დაწყების წინ მაგნიუმის დონე ქალის ორგანიზმში მცირდება, ამით აიხსნება ის ფაქტი რომ ქალის მადა ამ დღეებში მატულობს, სინამდვილეში ქალს უნდა მაგნიუმის მარაგის შევსება. ამ პერიოდში რეკომენდებულია ისეთი დანამატების გამოყენება, როგორიცაა Floradix Magnesium Liquid Mineral, რომლის შეძენა შეგიძლიათ საიტზე at www.goodnessdirect.co.uk.
  2. წაიხემსეთ! მცირე, რეგულარული (და ჯანსაღი!) წახემსება დღის განმავლობაში კარგად მოქმედებს ორგანიზმზე და ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. მიირთვით თხილი, ავოკადო, წვრილად დაჭრილი ბოსტნეული, რომლებიც შეიცავენ მცირე რაოდენობით შაქარს. ამ პროდუქტების მონელება და ენერგიის განთავისუფლება ხორციელდება ნელად, რის შედეგად შიმშილის გრძნობა დიდ ხანს არ შეგაწუხებთ. 65587442
  3. შოკოლადი შოკოლადის წინააღმდეგ. ხანდახან შოკოლადის ნდომის ნეიტრალიზება შეგიძლიათ მოახდინოთ შოკოლადით. კარგი ხარისხის მუქი შოკოლადის (კაკაოს არა ნაკლებ 70% შემცველობით) ერთი-ორი ნატეხის მირთმევით დაიკმაყოფილებთ ტკბილეულის ნდომას. მუქი შოკოლადის შემადგენლობაში შედის ტრიპტოფანი – სამშენებლო მასალა სეროტონინისთვის, რომელიც ხელს უწყობს მადის შეზღუდვას. გარდა ამისა, კაკაოს მაღალი პროცენტის შემცველობა აღნიშნავს ანტიოქსიდანტების მაღალ კონცენტრირებას, რაც თავისთავად სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
  4. ავიცილოთ სტრესი. რასაკვირველია, ასეთი რეკომენდაციის მიცემა მის შესრულებაზე გაცილებით ადვილია, მაგრამ ეს მართლა მნიშვნელოვანია. სტრესის დროს ორგანიზმი აწარმოებს კორტიზოლს, რომელიც იწვევს შაქრის დისბალანსი სისხლში, შედეგად დაგჭირდება მაღალ ენერგეტიკული, როგორც შოკოლადი, პროდუქტის მირთმევა. შორეულ წარსულში სტრესი იყო საპასუხო რეაქცია საშიშროებაზე, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ინტენსიური ფიზიკური აქტივობა, რომლის დროსაც ხდებოდა ჭარბი ენერგიის დაწვა. დღეს ჩვენ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, უფროსთან კამათის შედეგად მიღებული სტრესზე თანამედროვე ადამიანის რეაქცია არ იქნება სპრინტი ან რაიმე სხვა ფიზიკური აქტივობა. ამიტომ უნდა ვეცადოთ წონასწორობის შენარჩუნება და თავი შევიკავოთ სნიკერსის ჭამისგან
  5. გაისეირნეთ! ხანმოკლე გასეირნება ლანჩის დროს ძალიან დაგეხმარება შოკოლადის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან დღის ოთხ საათზე შოკოლადის ნდომა განსაკუთრებით ძლიერია. ექსეტერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად 15-წუთიანი გასეირნება ორჯერ ამცირებს სამსახურში შოკოლადის მირთმევას!

დატოვე პასუხი