მუცლის შებერილობა, როგორც წესი, ნაწლავების აირებით გამოწვეულია. იმის მიუხედავად რომ ეს საჭმლის მონელების ბუნებრივი ნაწილია, ხანდახან გამოიყოფა ძალიან ბევრი აირი, რის შედეგადაც მუცლის შებერილობა ქრონიკულ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს.

მუცლის შებერილობა შეიძლება ასეთი ქრონიკული დაავადებების სიმპტომი იყოს როგორიცაა ცელიაკია და საკვერცხეების დაავადება. ასე რომ ღირს სამედიცინო შემოწმების ჩატარება, თუ დიეტა ან ცხოვრების წესის შეცვლა არ გეხმარებიან . დასაწყისისთვის სცადეთ განსაზღვროთ გაქვთ თუ არა რომელიმე შემდეგი სიმპტომი.

მუცლის შებერილობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი ჭამა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ პორციების ზომებზე. მუცლის შებერილობის გამომწვევი პროდუქტების სია საკმაოდ გრძელია. გაზიანი სასმელები შეიცავენ ჰაერის ბურთულებს, რომლებიც ზომაში იზრდებიან თქვენ მუცელში, საღეჭი რეზინი ასევე ხელს უწყობს აირების დაგროვებას. ესეთი პროდუქტები, როგორიცაა ლობიო, ხახვი, ბროკოლი და ფერადი კომბოსტო ასევე იწვევენ ნაწლავის აირებს. ჭარბი მარილი იწვევს წყლის დაგროვებას და თქვენ ორმაგ დარტყმას მიიღებთ მარილიანი პურისგან, ის შეიცავს წებოვანას, რომელიც რთულად გადამუშავდება. შეცვალეთ ხორბლისაგან შემდგარი პროდუქტები ჭვავის ან შვრიის პროდუქტებით და თქვენ მაშინვე ნახავთ გაუმჯობესებას.  64545

ისიც თუ როგორ ჭამთ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, საჭმლის მონელების პროცესის დასაწყისში შეგვიძლია ბევრი ჰაერი გადავყლაპოთ, განსაკუთრებით თუ გზაში ვჭამთ. ამიტომ შეეცადეთ ჭამოთ მჯდომ მდგომარეობაში. აირების შეგროვება შეიძლება იყოს გამოწვეული შფოთვით, სიტუაციაში, როდესაც საჭმლის მიღების დროს ადამიანები ბევრს საუბრობენ და იცინიან, მაგრამ სიცილს შეუძლია დაეხმაროს საჭმლის მონელებას თუ საჭმლის მიღება ხდება მშვიდ გარემოში. ამიტომ არ აარიდოთ თავი სიცილისაგან. მუცლის შებერილობის მკურნალობა დაიწყეთ მოქმედების ფართო სპექტრის მქონე პრობიოტიკული დანამატების მიღებით ან მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენ დიეტოლოგს.