ორშაბათს სამსახურში წასვლა კიდევ უფრო ძნელია თუ თქვენ ამინდის ზეგავლენას განიცდით ხველის და გაციების სახით, რომლებიც ფართოდ გავრცელებული არიან წელიწადის ამ დროში.

ალერგიის სიმპტომები, როგორც წესი, ძალიან ჰგვანან გაციების სიმპტომებს და შეიძლება შეიცავენ ცემინებას, ცხვირის გაჭედვას, სურდოს. ექიმები ამას ალერგიულ რინიტს უწოდებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ცხვირის ლორწოვანის ანთებითი პროცესი. ალერგია სინამდვილეში იმუნური რეაქციაა უვნებელ ნივთიერებებზე და ყველას არ აწუხებს თანაბარ ხარისხში. ოთახში შესვლისას ალერგიის რისკი იზრდება.
ვინ არის დამნაშავე?

ტკიპები სახლის მტვერში. ეს პატარა არსებები საწოლში, რბილ ავეჯზე, ხალიჩებზე და ტანსაცმელზე ბინადრობენ. თავად ტკიპა არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, ჩვენ ვრეაგირებთ ცილზე, რომელიც მათ ექსკრემენტში არის. ამიტომ რეკომენდირებულია სამუშაო ადგილის სისუფთავეში შენახვა და კვირაში ორჯერ სველი ნაჭრით გაწმენდა. იატაკზეც ბევრი ტკიპა არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალიან ხშირად იატაკს გაწმინდავთ თქვენ კაბინეტში.  765756346

სახლის ცხოველები: მათი ალერგენი არ არის ბეწვში, არამედ მათი ნერწყვში, ქერტლში და შარდშია. ცხოველი თავს ასუფთავებს ხოლმე მაგრამ ამ დროს ალერგენები მათი კანიდან ხდებიან ჰაერში და შემდეგ ადამიანის ტანსაცმელზე. ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ თანამშრომელს აქვს სახლის ცხოველი, სავარაუდოდ მის ტანსაცმელზე ალერგენებია, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ალერგიის განვითარების გამოწვევა.
ყვავილის მტვერი: მტვრის უწვრილესი ნაწილაკები შეიძლება თქვენი ალერგიის მიზეზი იყოს, როგორც წესი ზაფხულის თვეებში. მტვერი ადვილად რჩება თმებზე და ტანსაცმელზე ამიტომ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია შხაპის მიღება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხვირს სწორედ იქ რჩება ბევრი მტვერი ორგანიზმში მოხვედრის წინ.