აბაზანის მიღება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად. მაგრამ შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად უნდა ვიცოდეთ აბაზანის სწორი მიღების წესი.

გახსოვდეთ, რომ საპონი ამშრალებს კანს და იწვევს აქერცვლას. ამიტომ ბანაობისას უკეთესია გამოიყენოთ შხაპის გელი, რომელიც ნებისმიერ საპონზე რბილია.

SHUTTERSTOCK_365120828_Huge

არ მიიღოთ ძალიან ცხელი აბაზანა. უპირატესობა მიანიჭეთ აბაზანას თბილი წყლით, დაასრულეთ გრილი შხაპით, რომელიც ხელს შეუწყობს გაფართოებული პორების შევიწროებას და დაიცავს კანს გაუწყლოებისაგან. კონტრასტული შხაპი სძენს კანს ელასტიურობას და ამაგრებს სისხლძარღვებს.

არ არის რეკომენდებული სხეულის სწრაფი ჩაშვება წყალში, განსაკუთრებით ცხელ წყალში. ასევე ცხელი აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია გულის დაავადების, ჰიპერტონიის, და დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

არ არის სასურველი სხეულის მთლიანად ჩაშვება ცივ წყალში. ძალიან სასურველია. რომ გულის არე დარჩეს წყლის დონის ზემოთ. არ მიიღოთ აბაზანა ციებ-ცხელების დროს, წინაამდეგ შემთხვევაში არსებობს დიდი რისკი, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდება.

არ არის რეკომენდებული აბაზანის მიღება დაუყოვნებლივ საჭმლის შემდეგ. სასურველია აბაზანის მიღება საჭმელზე ორი საათით ადრე ან საჭმლის ორი საათის შემდეგ.

წყალი იწვევს კანის შეშუპებას და გამშრალებას, ამიტომ არ არის რეკომენდებული აბაზანის მიღება ყოველ დღე, უკეთესია ორი აბაზანის მიღება კვირის განმავლობაში.

შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენი , მაგალითად შავბალახას, კატაბალახას ან კედარს. არომატული ზეთების გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ზეთი დაგროვდება წყლის ზედაპირზე.

SHUTTERSTOCK_406588087_Super

პროცედურის წინ კარგად გარეცხეთ აბაზანას სპეციალური სარეცხი საშუალებით.

აბაზანის შემდეგ წაისვით კანზე დამამშვიდებელი ლოსიონი ან კრემი, დაწექით ლოგინში, დაახურეთ საბანი. ასე დაისვენეთ არანაკლებ 10 წუთისა.

დატოვე პასუხი